საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2025 წელს საქართველოსთვის 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ეს პროგნოზი გასული წლის ოქტომბერში გაკეთებული პროგნოზის ანალოგიურია და ის რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ამის შესახებ IMF-ის მიერ ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რეგიონის ქვეყნებში შემდეგი ზრდებია 2025 წელს მოსალოდნელი:
საქართველო – 6%, პროგნოზი უცვლელია;
სომხეთი – 4.5%, პროგნოზი 0.4 პ.პ-ით არის შემცირებული;
აზერბაიჯანი – 3.5%, პროგნოზი 1 პ.პ-ით არის გაზრდილი;
ყაზახეთი – 4.9%, პროგნოზი 0.3 პ.პ-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ფაქტობრივ მაჩვენებლებს, 2025 წლის პირველ 3 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…